განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომანი სურმანიძე ახალგაზრდულ კამპანიაში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
27-12-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომანი სურმანიძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კამპანიაში - „პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე“ აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები სულ 6 წარმატებულ ახალგაზრდას გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლების და კულტურის სამსახურის უფროსი - ქეთევან დევაძე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლები: ნატა ხინკილაძე და ხატია ფუტკარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ლორთქიფანიძე. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები - ნინო ჩხაიძე და ნინო ლომაია.

„24 დეკემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა კამპანია - „პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე“ აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის 6 ახალგაზრდას გადმოგვეცა სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.

2022 წელს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პროექტებში, რაც მოიცავს თანატოლ განმანათლებლობას“,- აღნიშნავს რომანი სურმანიძე.

კამპანიას - „პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე“ ახორციელებდა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203