შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
27-12-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. 

ინტელექტუალურ თამაშში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გამოავლინეს ზოგადი განათლების საკმაოდ კარგი დონე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ჟიურიმ გამარჯვებულ გუნდს საჩუქარი გადასცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203