დამიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და ჩანახატების კონკურსი ჩატარდა
27-12-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში ნიჭიერი მოსწავლეებისა და პედაგოგების ერთობლივი ძალისხმევით შემოდგომის თემატიკას მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.

აქტივობების ფარგლებში - 1. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების (ნახატებისა და კომპოზიციების) გამოფენა; 2 - ორ ეტაპად ჩატარდა ჩანახატების კონკურსი - „მზე შემოდგომისა“.

აქტივობას ხელმძღვანელობდნენ სომხური ენა-ლიტერატურისა და ქართული ენის პედაგოგები: ლიუდმილა ბადალიანი და მზია გუნია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203