შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, ძალოსანი ლერი ნეფარიძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
27-12-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ძალოსანმა ლერი ნეფარიძემ რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა და 15-17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს. 

„კიდევ ერთი საახალწლო საჩუქარი გაუკეთა მშობლიურ​ შუქრუთის N1 საჯარო სკოლას მე- 9კლასის მოსწავლე ლერი ნეფარიძემ. იგი გახდა 15-17 წლამდე ასაკის ძალოსანთა შორის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი. 

გვინდა მთელი სულით და გულით მივულოცოთ მას ეს წარმატება და ვუსურვოთ მომავალშიც არაერთხელ ესახელებინოს მშობლიური სკოლა და საქართველო“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში. 

მთავარი ფოტო: ლერი ნეფარიძე სკოლის დირექტორ ზურაბ ნეფარიძესთან ერთად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203