ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს საკუთარი ხელით დამზადებული საახალწლო დეკორაციები აჩუქეს
27-12-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლაში საახალწლო განწყობაა, რაც პედაგოგების დიდი დამსახურებაა.

მოსწავლეებმა ხელოვნების პედაგოგთან გ. ჰარუთიუნიანთან ერთად საკუთარი ხელით საახალწლო დეკორაციები დაამზადეს და მასწავლებლებს აჩუქეს.

ნიჭიერმა ბავშვებმა ასევე, მცირე აქტივობის ფარგლებში წარმოთქვეს საახალწლო ლექსები და სიმღერები.

სკოლის დირექციამ კი მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203