ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია.
სკოლა სადღესასწაულოდ გაფორმდა. მორთეს ნაძვის ხე და მთლიანად სკოლის ინტერიერი. ამ პროცესში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
მათ სკოლა საახალწლო დეკრაციებით შეამკეს, გააფორმეს ფანჯრები და სკოლის კარები.
სკოლაში მოსწავლეთა განწყობასა და მოტივირებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: