კალის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
27-12-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლეს. მათ ღონისძიების დასრულებისას დირექციისგან საჩუქრები გადაეცათ.

ზეიმი ყველა შესაბამისი რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.

სკოლაში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „მოაზროვნე" და მისმა ხელმძღვანელებმა - IX კლასის მოსწავლეებმა: მარინა მარგველანმა და სალომე ხარძიანმა. ღონისძიების წარმატებით ჩარატებაში უდიდესი როლი ითამაშა ამავე სკოლის მუსიკის მასწავლებელმა თეა მერლანმა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს სამხატვრო ხელმძღვანელობა გაუწია.
ღონისძიების დასასრულს სკოლის ყველა მოსწავლეს გადაეცა დირექციის მიერ დაწესებული საჩუქრები, რომელიც გადასცა სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა VII კლასის მოსწავლემ გიორგი მარგველანმა.სკოლის დირექცია მაღალ შეფასებას აძლევს მოსწავლეთა მიერ ინიცირებულ და განხორციელებულ საახალწლო ღონისძიებას“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203