ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ესტუმრნენ
24-12-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ესტუმრნენ.
მოსწავლეები სასამართლოში დამრიგებელ დიანა ზურებიანისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ვახტანგ შარადენიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეები სასამართლოს მუშაობის პრინციპს გასცნობოდნენ და ამ მხრივ ცნობიერება აემაღლებინათ.
„სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა, რომ მოსწავლეები უშუალოდ გაცნობოდნენ საქართველოს სასამართლო სისტემას, აემაღლებინათ სამართლებრივი ცნობიერება, მიეღოთ ინფორმაცია სასამართლოს მუშაობის სპეციფიკის შესახებ, დაეთვალიერებინათ სასამართლოს სხდომათა დარბაზები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. მოსწავლეებს გარკვეული დრო დაუთმო და საინტერესოდ ესაუბრა საქალაქო სასამართლოს მენეჯერი ანა ადამია, რომელმაც ღრმად და ამომწურავად მიაწოდა ახალგაზრდებს ინფორმაცია საქალაქო სასამართლოს საქმიანობის შესახებ. შეხვედრამ მოსწავლე-ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს