სვერის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლე მერი ცუცქირიძეს სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებულ მონაწილეობას ულოცავს
24-12-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მერი ცუცქირიძე, 2021-2022 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდა.
მოსწავლემ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულის 60% -ზე მეტი მოაგროვა და საგნობრივი ოლიმპიადის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის მოხვდა.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და შემდგომ ტურში გამარჯვებას უსურვებს.