წყალტუბოს N1 სკოლის პატარა სცენაზე მოკრძალებული სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა
24-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. 

I-VI კლასის მოსწავლეებმა ზეიმი სკოლის დეფერანში მდებარზე მთავარ ნაძვის ხესთან გამართეს. 

პატარებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოებასაც საახალწლო განწყობა შეუქმნეს. ღონისძიება ყველა შესაბამისი რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.

სკოლა მთელ საქართველოს ულოცავს დამდეგ 2022 წელს.

„სკოლაში მოკრძალებულად ჩატარდა ახალი წლისადმი მიძღვნილი ზეიმი, ამჯერად პატარა სცენაზე, სკოლის დერეფანში გამართულ მთავარ ნაძვის ხესთან შეიკრიბნენ პატარები.
მათი შემოქმედებით საზეიმო განწყობა შეიქმნა მთელ სკოლაში. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, არსად ისე არ ხალისობენ, არსად ისე არ მღერიან, არსად ისე არ ცეკვავენ, როგორც აქ, ჩვენს მრავალსაუკუნოვან სკოლაში.
პატარების ზეიმს ესწრებოდა ბატონი თამაზ ცხადაძე, რომელიც კმაყოფილი დარჩა ზეიმით.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წლის შემობრძანება ყველა მოსწავლისათვის, პედაგოგებისათვის, მშობლებისათვის და სრულიად საქართველოსთვის“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203