ურთის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა
24-12-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება.
სკოლაში ორგანიზაცია - „სწავლებისა და კვლევების ცენტრის“, მიერ ბავშვთა უფლებების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა. კინოჩვენებას საინტერესო დისკუსია მოჰყვა.
მოდერატორმა, იაგო ფასანძემ მოსწავლეებთან ერთად ფილმში დასმული პრობლემის შესახებ ისაუბრა; შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენციისა და ბავშვის უფლებების კოდექსის მთავარი პრინციპები.
„შეხვედრამ მეტად სასიამოვნო და თბილ ვითარებაში ჩაიარა, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ იაგოს და ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ქალბატონ ნინო ზაქარაიას ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს