ახალსოფლის საჯარო სკოლა მოსწავლეებმა საახალწლოდ მორთეს
24-12-2021

პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში საახალწლო განწყობა იგრძნობა, ამ სამზადისს არც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა ჩამორჩა.

სკოლის თვითმმართველობა ხელოვნების პედაგოგ ლ.კუნელაურთან ერთად ხალისით ჩაერთო ამ სამზადისში.

მოსწავლეებმა საახალწლოდ მორთეს სკოლის შესასვლელი, დადგეს ნაძვის ხე, გააკეთეს დეკორატიული ბუხარი და საახალწლო თემაზე გამოფინეს ნახატები.

მუსიკის მასწავლებელმა, ი.ფრეწუაშვილმა კი ჩაატარა შემაჯამებელი გაკვეთილი. 

ეს ყველაფერი ჩატარდა კოვიდრეგულაციების დაცვით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203