„ხსნარები და ხსნარების კონცენტრაცია“-ცხუნკურის N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქიმიის საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ქიმიაში კომპლექსური დავალება შეასრულეს.
დავალების თემა „ხსნარები და ხსნარების კონცენტრაცია“ იყო.
მოსწავლეებმა დავალება ქიმიის პედაგოგ ნინო ჯალიაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითა და მონდომებით შეასრულეს.
„მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული დავალების მიმართ და წარმატებით გაართვეს თავი კომპლექსური დავალების ყველა ეტაპს. პრეზენტაციას ესწრებოდა კათედრის წარმომადგენელი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: