ჯუგაანის საჯარო სკოლის მოსწავლემ და მისმა სპეცმასწავლებელმა საკლასო ოთახი საახალწლო დეკორაციებით მორთეს
24-12-2021
სანდრო შანშიაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. 

სკოლაში მოსწავლეთა საახალწლო განწყობასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

სამზადისში სკოლის ყველა მოსწავლე ჩართულია, მათ შორის სსსმ მოსწავლე და მისი პედაგოგი თეა ჯანაშვილი. მათ მორთეს საკლასო ოთახი, გააფორმეს ფანჯრები და დაფაზე ნაძვის ხე დახატეს. 

„სსსმ მოსწავლე ჩართულია საახალწლო მზადებაში სპეცმასწავლებელთან, თეა ჯანაშვილთან ერთად“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...