ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.
კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საახალწლო ღონისძიებები არ ტარდება, მაგრამ სკოლის მოსწავლეები მაინც დიდი ხალისითა და ემოციებით ჩაერთნენ საახალწლო სამზადისში; განსაკუთრებულად ემოციური იყო პირველკლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებმაც გამორჩეულად გაალამაზეს საკუთარი საკლასო ოთახი.
საახალწლოდ ნაძვის ხეებისა და გალამაზებული კლასების მეშვეობით ბავშვების სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო მეტად ამაღლდა.