ოჩეს საჯარო სკოლის მე-8 კლასში კომპლექსური დავალების ინგლისურენოვანი პრეზენტაცია ჩატარდა
24-12-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლის მე-8 კლასში, ინგლისურ ენაში, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა. 

კომპლექსური დავალების თემა - Affairs of the hearts იყო. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ელიკო აკობია ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა გაკვეთილზე Power Point-ში მომზადებული პრეზენტაცია წარადგინეს, ისაუბრეს ყველაზე ცნობილ წყვილებზე. ასევე შეიქმნა ვირტუალური მუზეუმი Wakelet, რომელშიც ასახულია ცნობილი წყვილების შესახებ ინფორმაცია თავისი ფოტოსურათებით. 

„პრეზენტაციამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ზეპირმეტყველების უნარების განვითარებას და ასევე მედიაწიგნიერების განმტკიცებას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203