
თელავის N2 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლე სალომე კომახიძე შემოქმედებით კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის წიგნებითა და სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
სალომე კომახიძემ თავისი ნამუშევრები კონკურსის ორ ნომინაციაში წარადგინა.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
10-დან 12-წლამდე მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსი გამომცემლობა „კლიოსა“ და „შემოქმედებითი ევროპის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ნოემბერში განხორციელდა.
იხილეთ ფოტო: