განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგის ორგანიზებით შემოქმედებითი კვირეული გაიმართა
24-12-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგები ბავშვებისთვის საჭირო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს ხშირად მართავენ.
სკოლის სპეციალური მასწავლებლის, ნატა მელიშვილის ორგანიზებით ამჯერად კიდევ ერთი საჭირო შემოქმედებითი კვირეული გაიმართა.
„სკოლაში სპეციალური მასწავლებლის, ნატა მელიშვილის იდეითა და ორგანიზებით გაიმართა შემოქმედებითი კვირეული, რომელიც ჩვენი განსაკუთრებული მოსწავლისადმი იყო მიძღვნილი და მიზნად ისახავდა დიანასა და ბავშვების დაახლოებას. კვირეული გაიმართა სამ ეტაპად: 1 - რბილი სათამაშოების კონკურსი: სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს რბილი სათამაშოები, ჟიურის წევრებმა გამოარჩიეს განსაკუთრებული ნამუშევრები; 2- ნამუშევრების პრეზენტაცია და მხიარული ცეკვები, პატარებმა ბევრი იმხიარულეს. კონკურსის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები; 3- ნამუშევრების გამოფენა სკოლის ბიბლიოთეკაში. წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ ნატას, ასევე ჩვენს ახალ მოსწავლეს - დიანას. სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ნატა მასწავლებელს და ბავშვებს ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს