ხორენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
24-12-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო თუ მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება. მოსწავლეები მათში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, 20-21 დეკემბერს სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებისა და ნახატების გამოფენა - „მე მიყვარს ხატვა“ მოაწყეს. გამოფენაზე შერჩეული საუკეთესო ნახატები მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.