
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „ახალგაზრდების როლი მომავლისთვის“ აქტიურად გრძელდება.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი.
ახალგაზრდების ლიდერობის გაძლიერება, პიროვნული განვითარება, სტრესის მართვა, ეფექტური კომუნიკაციის უნარები და პოზიტიური აზროვნება - ეს ის მთავარი თემები იყო, რომლებიც ახალგაზრდებმა განიხილეს სამღერეთის სკოლაში, ორგანიზებულ ტრენინგებზე.
ახალგაზრდებმა ისწავლეს როგორ გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, როგორ გამოხატონ საკუთარი აზრი ღიად და გულწრფელად, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ახლგაზრდულ აქტივიზმს და სათემო ინიციატივების განხორციელებას.
ახალგაზრდებმა და მშობლებმა ასევე განიხილეს გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები.
პროექტი - „ახალგაზრდების როლი მომავლისთვის“ Students Rebuild პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
იხილეთ ფოტოები: