
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში კომპელქსური დავალება წარადგინეს.
დავალების თემა „ჩემი შინაური ცხოველი“ იყო.
მოსწავლეებმა აღნიშნული დავალება პედაგოგ ნანა ჩიხლაძის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითა და მონდომებით შეასრულეს. მათ თავიან საყვარელ შინაურ ცხოველებზე ისაუბრეს.
„მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული დავალების მიმართ და წარმატებით გაართვეს თავი კომპლექსური დავალების ყველა ეტაპს. პრეზენტაციას ესწრებოდა კათედრის წარმომადგენელი“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: