დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში გამოფენა-ფლეშმობი მოეწყო
24-12-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება.

სკოლაში ამჯერად პედაგოგების - მარიამ ბერიას და გვანცა ყალაიჩიშვილის ერთობლივი მუშაობით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა.

„10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა ჩვენს სკოლაში. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მეცნიერებისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის მასწავლებლების: მარიამ ბერიას და გვანცა ყალაიჩიშვილის ერთობლივი მუშაობით მოეწყო გამოფენა-ფლეშმობი. ნამუშევრების დათვალიერების საშუალება, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მიმდინარე კვირაშიც ექნებათ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღეს 1948 წელს, გაერომ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203