აჭყვისთავის საჯარო სკოლის პედაგოგები ერთმანეთის სადღესასწაულო განწყობის ამაღლებაზე ზრუნავენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია.სკოლის პედაგოგებს საახალწლო განწყობა სახალისო აქტივობისა და თოვლის მოსვლის ფონზე კიდევ უფრო მეტად აუმაღლდათ. ასევე აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებმა წინასაახალწლოდ ერთმანეთს საჩუქრები აჩუქეს.
„აჭყვისთავის საჯარო სკოლაში „Secret Santa“-მ თოვლი და წინასაახალწლო საჩუქრები ერთად მოგვიტანა. რთული დღეების ფონზე მასწავლებლებს აგვიმაღლა განწყობა და კიდევ უფრო აგვავსო საუკეთესო წლის რწმენითა და შობის მოლოდინის სიხარულით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე: