„უხვი ნალექი და ჩვენი ერთ მუშტად შეკრული გუნდი“- კორტოხის საჯარო სკოლა პედაგოგებმა ტექნიკურ პერსონალთან ერთად გაწმინდეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაში დიდი ხანია, რაც საახალწლო განწყობა იგრძნობა.
თოვლმა ეს განწყობა კიდევ უფრო ამაღლებული გახადა.
დიდთოვლობის გამო, სკოლამდე მისასვლელი გზა და შენობის სახურავი პედაგოგებმა და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლებმა გაწმინდეს.
„დღე-ღამის განმავლობაში მოსული უხვი ნალექი და ჩვენი ერთ მუშტად შეკრული გუნდი. მადლობა ამ დღისათვის ტექპერსონალს და თითოეულ პედაგოგს. მერე რა რომ ზამთარია, ჩვენ ერთად ვართ მთავარია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.