ცივი ზამთრის თბილი დღე საციხურის საჯარო სკოლაში
23-12-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობა იგრძნობა. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში, თოვლში, ფლეშმობი მოაწყვეს, იცეკვეს, იმღერეს და ამით ყველას ახალი წელი მიულოცეს. 

სოფელში თოვლიც მოვიდა, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

„სკოლის მოსწავლეებმა წინასწარ მშობლებს და მასწავლებლებს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი და თოვლის მოსვლა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203