იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წერილები თოვლის ბაბუას - მეოთხეკლასელებს წინასადღესასწაულო გაკვეთილი ჩაუტარდათ
23-12-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს წინასადღესასწაულო გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

მოსწავლეებმა თოვლის ბაბუას წერილები მისწერეს და საახალწლო სურვილები გაუმხილეს. 

საინტერესო და სახალისო აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგმა გოარ თოროსიანმა შესთავაზა. 

მეოთხეკლასელები აქტივობაში ინტერესით ჩაერთნენ, წერილები ლამაზად გააფორმეს და შემოქმედებითი ნიჭიც წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203