დაბა კაზრეთის N1 სკოლის პედაგოგი მარიამ ბერია არასამთავრობო ორგანიზაციამ ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის დაასახელა
23-12-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა კონკურსებსა და პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მარიამ ბერია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“, მიერ ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა.
„სასიამოვნო სიახლე! საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative-მა ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების წარმატებული მასწავლებელი მარიამ ბერია კიდევ ერთხელ აღიარა საუკეთესოდ. მარიამ ბერია კონკურსის ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა. მისი დამსახურებით სკოლას შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ტექნიკა და ამ გზით ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ინიციატივების რეალიზებას. ვულოცავთ მარიამს და მადლობას ვუხდით გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს