„მოსწავლეებმა მავნე ჩვევას ხმამაღლა უთხრეს - „არა“ - წყალტუბოს N1 სკოლის VI კლასში კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი ჩატარდა
23-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო გაკვეთილები უტარდებათ და ბავშვებიც საგაკვეთილო პროცესში დიდი მონდომებით ერთვებიან.

სკოლის VI კლასში ბუნებისმეტყველებაში თემაზე - „ადამიანის ორგანიზმი“, საკითხზე - „თამბაქოს მოხმარების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“ კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.

„კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ვიზუალური მასალები და ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია თამბაქოს კვამლს განსაკუთრებით მომზადებაში; რაც მთავარია მათ გაითავისეს აღნიშნული პრობლემა და ამ მავნე ჩვევას ხმამაღლა უთხრეს - „არა“. გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ფაქიზო ფანჩულიძე. მან დადებითად შეაფასა გაკვეთილი, მისი სურვილით მოსწავლეთა ნამუშევრები განთავსდა დერეფანში სკოლის საინფორმაციო დაფაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203