წეროვნის N2 სკოლის მოსწავლეებმა, ძმებმა - გიორგი და შალვა ეკალაძეებმა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში დიდ წარმატებას მიაღწიეს
23-12-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას ყოველთვის სიხარულით უზიარებს.

სკოლის მე-10 და მე-9 კლასებში ძმები - გიორგი და შალვა ეკალაძეები სწავლობენ, რომლებმაც სხვადასხვა ჩემპიონატსა და ღია ფესტივალებში გაიმარჯვეს.

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ მეათე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს, ძმებს - გიორგი და შალვა ეკალაძეებს სხვადასხვა ჩემპიონატსა და ღია ფესტივალებში - რეგატა საბაიდარო, კაიაკით და კანოეთ ნიჩბოსნობაში - გამარჯვებას! ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203