განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე მორიგ საინტერესო ტრენინგს დაესწრო
23-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის აქტიური მოსწავლე რომან სურმანიძე თემაზე - „ძირითადი კომპეტენციები და სამუშაოსთვის მზაობა“ ტრენინგს დაესწრო, რომელიც პროექტის - „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში ონლაინ ჩატარდა ოთხ რეგიონის: აჭარა, გურიის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის ახალგაზრდებისთვის.

„აჭარას 7 ახალგაზრდა წარმოვადგენდით. ტრენინგს უძღვებოდა პარტნიორები - საქართველოს ტრენერ-კონსულტანტი თეა ბულია და მაკუნა მაღრაძე. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, „განათლება დასაქმებისთვის“ (SKills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა UNAG, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის OSGF მიერ ხორციელდება. აჭარაში პროექტის პარტნიორია- „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. ტრენინგის დასრულების შემდგომ გადმომეცემა სერტიფიკატი. მადლობა ნაყოფიერი ოთხი დღისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203