„გვინდა, ჩვენი პატარებისთვის არამარტო ლამაზი, არამედ უსაფრთხო გარემოც შევქმნათ“- წყალტუბოს N4 სკოლაში საახალწლო სამზადისია
23-12-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში გადავიდა. სკოლაში საახალწლოდ ულამაზესი ნაძვის ხე დაიდგა და თითოეული საკლასო ოთახი მოირთო.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია გარდა იმისა, რომ საახალწლო განწყობაზე ზრუნავს, ასევე ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებშია.
„ახალი წლის საზეიმო განწყობაა ჩვენს სკოლაში. ყველა კლასი მოირთო და გალამაზდა ნაძვის ხით და საახალწლო აქსესუარებით. შემოსასვლელ ინტერიერს ალამაზებს დიდი ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა და მოსწავლეების მიერ დამზადებული 3D სტილში ნაძვის ხეები. გვინდა, ჩვენი პატარებისთვის არამარტო ლამაზი, არამედ უსაფრთხო გარემოც შევქმნათ, ამიტომ დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა დერეფნებში და საკლასო ოთახებში. სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე „ლოგოსი“ სრული რეკომენდაციების დაცვით მოვაწყვეთ, განთავსდა დისპანსერები, პოსტერები, ამკრძალავი ნიშნები იმისთვის, რომ ყველამ დაიცვას რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. მრავალ ახალ წელს მეგობრებო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს