„წერილი მასწავლებელს“ - ნოღის საჯარო სკოლ​ის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
23-12-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლ​აში პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებსა და კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-8 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება - „წერილი მასწავლებელს“ შეურჩია. 

კომპლექსური დავალება შემოქმედებითი პროდუქტია, რომელსაც მოსწავლე თვითონ ქმნის, რითაც ადასტურებს საგნობრივ ცოდნას საკითხთან მიმართებაში.

მოსწავლეები დავალების შესრულებას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და წარმატებით გაართვეს თავი. 

საგნის პედაგოგი მაყვალა წახნაკია აღნიშნავს, რომ მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა წარმატებით დაასრულეს და დავალების პრეზენტაციაც ბრწყინვალედ წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203