რუსთავის N23 საჯარო სკოლაში I კლასის მოსწავლეების - ანამარია შჩეტინინისა და მარიამ ოზბეთელაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
23-12-2021

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის ფოიეში I კლასის მოსწავლეების - ანამარია შჩეტინინისა და მარიამ ოზბეთელაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოფინეს, მათმა ნახატებმა დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა. 

„ეს ნორჩი მხატვრებისთვის პირველი გამოფენაა, ვულოცავთ მათ და მომავალ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ.  

მსგავსი გამოფენები პერამანენტულად მოეწყობა და სკოლის ფოიეში სხვა პატარა მხატვრების ნამუშევრებს ვიხილავთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203