ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა „უჩვეულო შესვენებაზე“ საახალწლო დეკორაციები დაამზადეს
23-12-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

სკოლის პედაგოგმა, მარინე ქარდავამ ამჯერად კოლეგებს საახალწლო განწყობის და განტვირთვის მიზნით „მასტერ კლასი“ მოუწყო.

პედაგოგებმა „უჩვეულო შესვენებაზე“ საკუთარი ხელით საახალწლო თემატიკაზე ლამაზ-ლამაზი ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს.

„გილოცავთ შობა-ახალ წელს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203