„მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა მზესთ მწყრობთა წყობისა“ - დაბა მესტიის N3 სკოლაში ახალი საინტერესო პროექტი დაიწყო
23-12-2021
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლაში ამჯერად, კულტურული თვითმყოფადობის შესახებ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს.
„სკოლა მეორე წელია აქტიურად ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“. პროექტის ფარგლებში, ჩვენმა სკოლამ დაიწყო ახალ პროექტი კულტურულ თვითმყოფადობაზე, პროექტის სათაურია - „მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა მზესთ მწყრობთა წყობისა“. როგორც მოგეხსენებათ წიგნიერების გასავითარებლად საჭიროა მიზანმიმართული აქტივობების დაგეგმვა. ქართველთათვის „მეორე სახარებად“ წოდებული „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებას ოდითგანვე უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ენიჭებოდა, სწორედ ამ მიმართულებით დაიგეგმა აქტივობები. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები: ხელნაწერთა ჯგუფი, ილუსტრატორთა ჯგუფი და საორგანიზაციო ჯგუფი. პროექტის დასასრულს სკოლას ექნება ხელნაწერი - „ვეფხისტყაოსანი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს