ტომაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა განათლებაზე გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები ზრუნავენ
23-12-2021
თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლა მართალია მცირეკონტიგენტიანია, თუმცა ძალიან აქტიური მოსწავლეები სწავლობენ. ბავშვები ერთნაირი მონდომებით იყვნენ ჩართულნი, როგორც დისტანციური სწავლების ფორმატში, ისე საკლასო ოთახებში სწავლის პროცესში და ყოველთვის ხალისით სწავლობენ.

სკოლის დირექტორის, გურამ ფუტკარაძის თქმით, დისტანციური სწავლების პროცესში მშობლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი  და პედაგოგებთან სატელეფონო საუბრებით, სოციალური ქსელებისა და სხვა საშუალებებით საკუთარი შვილების აქტიურობას იგებდნენ.

გურამ ფუტკარაძის თქმითვე, სკოლას ჰყავს მეტად გამოცდილი და კვალიფიციური ადმინისტრაცია და 7 უფროსი მასწავლებელი, რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ცდილობენ კარიერულ წინსვლას და სტატუსის ამაღლებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203