სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულში წარმატება მოიპოვა
23-12-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ აქტივობებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ, საბა შავაძემ - „2021 წლის კოდის ერთი საათის კვირეულში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მე-4, მე-5 კლასის მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლის პედაგოგი გურამ შავაძეა.
სკოლა საბა შავაძეს ულოცავს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.