ლედგებეს საჯარო სკოლის მე-5 კლასში ბუნებაში შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩატარდა
22-12-2021
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მე-5 კლასში ბუნების ღია გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა პედაგოგ ნონა ახალაიას ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალება შეასრულეს.
მათ თავიანთი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს.
სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. აღნიშნული აქტივობაც სწორედ ამას ემსახურებოდა. ~