თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობა იგრძნობა. სკოლაში შობა-ახალი წლისთვის მზადება დეკემბრის დასაწყისიდანვე დაიწყო.
მოსწავლეებმა მორთეს ნაძვის ხე და მთლიანად სკოლა.
„დეკემბრის თვის დადგომისთანავე სკოლაში საახალწლო ფუსფუსი დაიწყო, ბავშვებმა დიდი სიხარულითა და მონდომებით მორთეს ნაძვის ხე. ხელოვნების პედაგოგ ნინო ლონდარიძის დახმარებით, თავიანთი ხელით დაამზადეს ფერად-ფერადი სათამაშოები და დეკორატიული ბუხარი.
სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: