გურკელის საჯარო სკოლა მოსწავლეებმა საახალწლოდ მორთეს
22-12-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. პანდემიიდან გამომდინარე საახალწლო ღონისძიებები არ იგეგმება, მაგრამ სკოლაში სადღესასწაულო განწყობა მაინც იგრძნობა. 

მოსწავლეებმა სკოლა საზეიმოდ მორთეს, საახალწლოდ კი თოვლის ბაბუას ელოდებიან. 

„პანდემიიდან გამომდინარე ვეღარ ვაწყობთ საახალწლო ღონისძიებებს, თუმცა პატარები მაინც ელიან თოვლის ბაბუას ამიტომ საზეიმო განწყობისთვის ბევრი იშრომეს და მორთეს სკოლა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203