„ქართული ხალხური საკრავები“ - ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
22-12-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მე-2 კლასში პროექტი „ქართული ხალხური საკრავები“ ჩატარდა. 

პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი მედეა შარაბიძე იყო. მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული საკრავის შესახებ ისაუბრეს და სიმღერაც შეასრულეს. 

სკოლის დირექტორი ფატი თევდორაძეა.

„ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაციები ქართულ ხალხური საკრავებთან დაკავშირებით, ისაუბრეს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საკრავების შესახებ და პრეზენტაცია გამართეს. პროექტის დასასრულს შეასრულეს სიმღერა „არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თავლები“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203