მთავრობამ სკოლებზე და დამატებით შეზღუდვებზე იმსჯელა - 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა
22-12-2021
საკოორდინაციო საბჭომ წინასაახალწლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. როგორც მოგვიანებით ბრიფინგზე განაცხადეს, 1-დან 10 იანვრის ჩათვლით საქართველოში ცხადდება უქმე დღეები და ეს ეხება საჯარო სექტორს. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება:
„29 დეკემბრიდან 14 იანვრამდე სკოლებში ისედაც არდადეგებია...1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ. სხვა დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ განხილულა“ , - გიორგი ღიბრაძემ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის