ძევრის საჯარო სკოლაში ქართულ ჯარსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება, რომლებშიც მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, მუდამ ხალისით მონაწილეობენ.სკოლაში ამჯერად მეტად საინტერესო აქტივობა გაიმართა, რომელიც ქართულ ჯარს და ნატო-საქართველოს ურთიერთობებს მიეძღვნა.
აქტივობის ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში ტირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
- საუკეთესო სნაიპერი კლასი - XI კლასი;
- საუკეთესო სნაიპერი მოსწავლე- მათე ზაქარიაძე X კლასი;
- საუკეთესო სნაიპერი მასწავლებელი - შონ უილიამ მორის ბელი.
„აქცია მიეძღვნა ქართულ ჯარს და ნატო საქართველოს ურთიერთობას. განსაკუთრებული მადლობა სანდრო ბრეგაძეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: