ხუცუბნის საჯარო სკოლაში მოტივირებულ ბავშვთა კლუბი გაიხსნა
22-12-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში მოტივირებულ ბავშვთა კლუბი გაიხსნა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი ინგა მიქელაძე ხელმძღვანელობს.

კლუბი მე-7 კლასელებით არის დაკომპლექტებული და მისი მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ ზოგადი წიგნიერების უნარები: კითხვა, წერა, ინფორმაციის მიღება, დამუშავება, გაფილტვრა, გააზრება.

„კლუბის მუშაობა ძალიან აქტიური და დინამიურია. მთავარი მოქმედი გმირი მოსწავლეა, რომელიც სვამს კითხვებს, ავლენს დამოკიდებულებას, აყალიბებს პოზიციას, მსჯელობს არგუმენტირებულად, პატივს სცემს განსხვავებულ აზრს. მათი კრეატიულობა გამოიხატება მრავალფეროვან, სახალისო აქტივობებში, კითხვისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203