
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში წყალტუბოს მერს გენადი ბალანჩივაძეს უმასპინძლეს.
ვიზიტისას სამახსოვრო ფოტოსესია ხელოვნების მასწავლებლის სოფიო ყანჩაველის მოწყობილ საახალწლო კუთხეში შედგა.
სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი წყალტუბოს მერს სტუმრობისათვის მადლობას უხდის
„სკოლაში დღე სასიამოვნო განწყობით დაიწყო, დილის სიუპრიზი და სასურველი სტუმარი გახლდათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ბატონი გენადი ბალანჩივაძე. ფოტოსესია შედგა ხელოვნების მასწავლებლის სოფიო ყანჩაველის მოწყობილ საახალწლო კუთხეში. ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულის შესახებ კლასის საათი ჩატარდა III-IV კლასებში მასწავლებლების ნ.ბენიძისა და მ.ყურაშვილის ხელმძღვანელობით. სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი მადლობას უცხადებს ბატონ გენადის დღევანდელი დღის გალამაზებისათვის, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაწეული მუშაობისათვის“,- წერს სკოლა.