ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლე ნია მჭედლიშვილი ტრენინგკურსში​ აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა
22-12-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეს, ნია მჭედლიშვილს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ პროექტში - „თანასწორობის კვირეული მოსწავლეებისათვის“, ტრენინგკურსში - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისათვის სერტიფიკატი გადაეცა.  
ნია მჭედლიშვილის, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლილი ხაჩიძე და კლასის ხელმძღვანელი ნინო ჭინჭარაშვილი აღნიშნავენ, რომ ნიას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გააჩნია და იგი ასევე, წარჩინებული სამაგალითო მოსწავლეა.

„სკოლა ულოცავს ნია მჭედლიშვილს აღნიშნულ პროექტში წარმატებულ მონაწილეობას და უსურვებს მუდამ აქტიურად ჩართვას მისთვის სასარგებლო არაფორმალური განათლების მიღებაში და უსურვებს სხვებისათვის სამაგალითო ადამიანად წარმოჩინებაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203