წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სპორტში შიდასასკოლო ფესტივალი ჩატარდა
22-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-4ა კლასში ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში შიდასასკოლო ფესტივალი ჩატარდა. თემატური ბლოკი - „სპორტის ინდივიდუალური სახეობების“, მიხედვით, რომელზეც ყველა ის სამიზნე ცნება თუ ქვეცნება წარმოჩინდა, რასაც აღნიშნული თემა ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მონდომებული მოსწავლეების პედაგოგი იამზე წულუკიძეა.
„ფესტივალში განხორციელებული აქტივობები მიმდინარეობდა ორგანიზებულად, ყველა იმ წესის დაცვით, რაც ესაჭიროება მსგავსი ტიპის ღონისძიებას. გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი მოტივაციითა და აქტიურობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.