თხილნარის N2 საჯარო სკოლას საჩუქრად 42 მოსწავლისთვის განკუთვნილი მერხი და სკამი გადაეცა
22-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლას დაწყებით კლასებს ახალი ინვენტარი - 42 მოსწავლისთვის განკუთვნილი მერხი და სკამი გადაეცა.
სკოლა აღნიშნულთან დაკავშირებით სამადლობელ წერილს ავრცელებს:
„პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები გულითად მადლობას უხდიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ძვირფასი საჩუქრისათვის; დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის სკოლას ახალი ინვენტარი - 42 მოსწავლის მერხი და სკამი გადაეცა; მადლობა ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს