ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-2 კლასში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
22-12-2021
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-2 კლასში კონკურსი „წიგნების თარო“ ჩატარდა. 

კლასში მოსწავლეებისთვის საყვარელი წიგნების გამოფენა მოეწყო. ისაუბრეს ზღაპრების, ლიტერატურისა და პერსონაჟების შესახებ. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

სკოლა ამაყობს მეორეკლასელებით და წარმატებას უსურვებს.
 
„ინტელექტუალური კონკურსის - „წიგნების თაროს“ მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება იყო, კლასში მოეწყო მათთვის საყვარელი წიგნების გამოფენა, წაიკითხეს საყვარელი ზღაპრები, შექმნეს ილუსტრაციები სხვადასხვა გმირის თუ ეპიზოდზე, იაქტიურეს ბლიც კითხვებზე.
კონკურსმა პატარებში წიგნის კითხვის მოტივაცია გაზარდა, წარმოაჩინეს წიგნთან მუშაობის უნარი, წარმოსახვის უნარი, ლექსიკური მარაგი და წაკითხულის გაგება-გააზრება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203