ხვანჭკარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით ბუნებრივი კატასტროფების შესახებ ვიდეოჩვენება გაიმართა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში ბუნებრივ კატასტოფებთან დაკავშირებით ვიდეოჩვენება მოეწყო.
ჩვენება სკოლის ეკოკლუბის - „მწვანე დედამიწა“, ორგანიზებით მოეწყო.
მოსწავლეებმა აღნიშნული საკითხის შესახებ დისკუსია გამართეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
„ჩატარდა ვიდეოჩვენება ბუნებრივ კატასტროფებზე (მიწისძვრა, ვულკანი, წყალდიოდბა, მეწყერი და ა.შ.) კლუბის წევრებმა ისაუბრეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მათ ბუნებისთვის“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: